მომიტინგეებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: „მოემზადეთ, რადგან ჩვენ არაფერს დავთმობთ“ და “ჩვენ არ გვჭირდება თქვენი სულელური კანონები“.
ორშაბათს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კანონის 24-ე მუხლი შეიცვლება, რომელიც პოლიციის თანამშრომლების გადაღებას კრძალავს.
კანონი ახლანდელი სახით კრძალავს ფოტოების გადაღებას, რომლებზეც შესაძლებელია პოლიციის თანამშრომლების იდენტიფიცირება.
კანონპროექტს მკაცრი კრიტიკა მოჰყვა აქტივისტების და ჟურნალისტების მხრიდან, რომ ის არღვევს პრესის თავისუფლებას.