COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა აზერბაიჯანში145 ათასს აჭარბებს

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების სულ 146 679 შემთხვევა გამოვლინდა, 88 497 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1632 - გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 4356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (4323 - ერთი დღით ადრე), იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებულ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში იუწყებიან, რომ 2517 ადამიანი კლინიკებიდან გაეწერა.

კორონავირუსით „ევექსის კლინიკების“ ორი ექიმი გარდაიცვალა

განცხადების თანახმად, თანმდევი დაავადებებით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა 39 ადამიანი.

აზერბაიჯანში თებერვლის ბოლოდან კორონავირუსით ინფიცირების სულ 146 679 შემთხვევა გამოვლინდა, 88 497 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1632 - გარდაიცვალა.

საგანგებო რეჟიმის საავადმყოფოებში მკურნალობას 56 550 პაციენტი გადის.

დღემდე ქვეყანაში კორონავირუსის გამოსავლენად 1 837 001 ტესტი ჩატარდა, ბოლო დღე-ღამეში - 19 197.