ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ირმების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა

რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები ირმის პოპულაციის აღრიცხვას „მყვირალობის“ პერიოდში აწარმოებენ.
Sputnik

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ბოლო 5 წლის განმავლობაში კეთილშობილი ირმის რაოდენობა თითქმის გაორმაგდა და 803 სულ ირემს შეადგენს, იუწყება დაცული ტერიტორიების სააგენტო.

უწყების ცნობით, წელს შარშანდელთან შედარებით ირმების რაოდენობა 16-ით გაიზარდა.

„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, საქართველოში ირმის პოპულაციის შენარჩუნებისა და კონსერვაციისთვის მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს, ამიტომ, სააგენტო მთელი წლის განმავლობაში აკვირდება მათ რიცხოვნობას ფოტოხაფანგების, რეინჯერების და შესაბამისი აღრიცხვის მეთოდების საშუალებით“, - აღნიშნულია სააგენტოს ინფორმაციაში.
გახარია: 2020 წელს დაცული ტერიტორიები 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება

რეინჯერები და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები ირმის პოპულაციის აღრიცხვას „მყვირალობის“ პერიოდში აწარმოებენ.

სექტემბერ-ოქტომბერი ირმის „მყვირალობის” პერიოდია.

ბორჯომი–ხარაგაულის ტყე-პარკი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეროვნული პარკია. ნაკრძალს 5,3 ათასი კვადრატული კილომეტრი უკავია – საქართველოს მთლიანი ტერიტორიის 7,6%.

ბორჯომი–ხარაგაულის ტყეში ბინადრობენ წითელ წიგნში შესული ცხოველები და ფრინველები.