ზემო ლარსი დღეს: საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა ტრაილერებისთვის დაკეტილია

დანარჩენი სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია, თუმცა გუდაური-კობის მონაკვეთზე გაჩერება აკრძალულია
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

გუდაური-კობის მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია და განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ტრასა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო „ყაზბეგი - ზემო ლარსის“ საკონტროლო პუნქტი ერთადერთი გამშვები პუნქტია საქართველო-რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ 2020 წლის მარტიდან უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა, ქვეყნის ტერიტორიის გავლით ტვირთების გადაზიდვა შეუფერხებლად მიმდინარეობს.