საქართველოში მიწისძვრა მოხდა

3.0 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან 12 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში, თბილისიდან 57 კილომეტრში, 21:33 საათზე დმანისის მუნიციპალიტეტში 3,0 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა, იუწყება დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 15 კილომეტრში, სოფელ მამიშლართან მდებარეობდა. მიწისძვრის ბიძგები 12 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა.

ინფორმაცია ნგრევისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება.