თბილისი, 5 დეკემბერი - Sputnik. ვირჯინიის შტატის (აშშ) ქალაქ იორკტაუნის მცხოვრებმა ფილის ჰიუსტონმა (Phyllis Houston) ლატარიაში უზარმაზარი თანხა საშობაო ნაძვის ხის გადამწვარი ნათურების წყალობით მოიგო, წერს UPI.
როგორც ქალი ლატარიის ორგანიზატორებს გამოუტყდა, მან საშობაოდ ნაძვის ხის მორთვა გადაწყვიტა და აღმოაჩინა, რომ ძველი განათების ნათურები გადაიწვა. ის მაღაზიაში ახალი განათების საყიდლად წავიდა, ხოლო უკანა გზაზე ხურდა ფულით ლატარიის რამდენიმე ბილეთი შეიძინა.
შედეგად ერთ-ერთი ბილეთი იღბლიანი გამოდგა და მას 171 ათას დოლარზე მეტი მოგება მოუტანა.
„ვერ ვიჯერებდი. ეს შესანიშნავი იყო!“ - იხსენებს ის.
ამერიკელმა განაცხადა, რომ ჯერ არ იცის, რაზე დახარჯავს მოგებულ თანხას.