ბაქო 10 დეკემბერს სამხედრო აღლუმის ჩასატარებლად ემზადება

აღლუმზე იქნება წარმოდგენილი როგორც აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკა, ისე სომხეთის ის სამხედრო ტექნიკა, რომელიც აზერბაიჯანმა ნადავლის სახით ხელში ჩაიგდო
Sputnik

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. ბაქოში 10 დეკემბერს გაიმართება სამხედრო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 3 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 150-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკა, იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

ალიევმა გამარჯვების დღის აღნიშვნა თურქეთის პატივისცემის ნიშნად გადადო

აღლუმი გაიმართება აზადლიღის მოედანზე, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკა, ისე სომხეთის ის სამხედრო ტექნიკა, რომელიც აზერბაიჯანმა ნადავლის სახით ხელში ჩაიგდო.

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 2020 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები შედიან. ისინი მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ ლაგდებიან. გარდა ამისა, სომხეთი რამდენიმე რაიონის დათმობაზე დათანხმდა.