ტრირის ეკლესიაში ავტოკატასტროფის მსხვერპლთ პატივი მიაგეს – ვიდეო

სამშაბათს გერმანიის ქალაქ ტრირში ავტომობილი ქვეითთა სავალ ზონაში შევარდა, რასაც ხუთი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა.
Sputnik

ადგილობრივებმა ქალაქის მთავარ მოედანზე მოიყარეს თავი და პატივი მიაგეს დაღუპულებს, მემორიალთან კი სანთლები დაანთეს და სათამაშოები და ყვავილები მიიტანეს.

სამშაბათს მომხდარ ავარიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 23. ეჭვმიტანილი გერმანელი ბერნდ ბ. ქალაქ ტრირის მკვიდრია. პროკურატურის ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ ის ფსიქიურად დაავადებულია და გამოძიება ფსიქიატრიული ექსპერტიზის შემდეგ გაგრძელდება.