სომხეთსა და აზერბაიჯანს საერთაშორისო საფეხბურთო მატჩების შინ ჩატარების უფლება მისცეს

სომხეთსა და აზერბაიჯანს საერთაშორისო მატჩების ჩატარება უეფამ 20 ოქტომბერს აუკრძალა რეგიონში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო.
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. სომხეთსა და აზერბაიჯანს UEFA-ს ეგიდით სატურნირო მატჩების საკუთარ მოედანზე ჩატარების უფლება კვლავ მისცეს, ნათქვამია UEFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით, რომელიც მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას ითვალისწინებს.

საქართველო ფეხბურთში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს

სომხეთსა და აზერბაიჯანს საერთაშორისო მატჩების ჩატარება უეფამ 20 ოქტომბერს აუკრძალა რეგიონში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო. ამ აკრძალვის გამო სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებები ერთა ლიგის მატჩებს ნოემბერში ნეიტრალურ მოედნებზე მართავდნენ, ისევე, როგორც ამ ქვეყნების ის კლუბები, რომლებიც ევროთასებში ასპარეზობდნენ.

სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 202 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები შედიან. ისინი მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ ლაგდებიან. გარდა ამისა, სომხეთი რამდენიმე რაიონს თმობს.