როდის აღარ დაგიცავთ COVID-19-სგან მრავალჯერადი პირბადე: დასახელდა ნიშნები

ერთჯერად სამედიცინო პირბადეზე არანაკლებ, რომელიც გარემოს მნიშვნელოვნად დაბინძურების მიზეზიც კი შეიძლება გახდეს, ქსოვილის ნიღაბი დაგიცავთ, თუ...
Sputnik

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ქსოვილისგან დამზადებულმა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებმა კარგად ჩაანაცვლა სამედიცინო ერთჯერადი პირბადეები, თუმცა გარკვეულ ეტაპზე კორონავირუსული ინფექციისგან დაცვაში მათი ეფექტურობა მნიშვნელოვნად მცირდება და უსარგებლო ხდება, იუწყება Huffington Post ექსპერტებზე დაყრდნობით.

ორი ხილული სიმპტომი: დასახელდა COVID-19-ის მძიმე ფორმის წინასწარი ნიშნები

გარდა იმისა, რომ ქსოვილის ნიღბები ერთჯერად სამედიცინო პირბადეებზე ნაკლებად არ იცავს ადამიანს ინფიცირებისგან, მათი უპირატესობა იმაშიცაა, რომ გარემოს დაბინძურებით არ ემუქრება.

შესაბამისად, ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ მრავალჯერად „ბუნებრივ“ ნიღბებს. თუმცა განმარტავენ, რომ მათაც აქვს გამოყენების ლიმიტი.

სპეციალისტებმა ჩამოთვალეს ნიშნები, რითიც უნდა დადგინდეს, რომ ნიღაბი მოძველებულია და მისი გადაგდებაა საჭირო. ესენია: 

  • რეზინის ცვეთა — ეს პირბადის უვარგისობის ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალია. გაწელილი და მოსუსტებული სამაგრების გამო დამცავი ქსოვილი სახეს მჭიდროდ აღარ ეკვრის, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ინფიცირების რისკს;
  • აღარ გამოიყენოთ ნახვრეტებიანი და გარღვეული, გამოძენძილძაფებიანი ქსოვილის ნიღაბი. ეს ხარვეზები ვირუსს ორგანიზმში შეღწევას უადვილებს;
  • გადააგდეთ პირბადე, თუ მასზე ლაქები გარეცხვის შემდეგაც შემორჩა. არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ეს ყავა თუ კოსმეტიკა — ნიღაბი უკვე გასანადგურებელია;
  • თუ ნიღაბი იმდენად გათხელდა, რომ ჰაერს ატარებს — რისი შემოწმებაც სანთლისთვის სულის შებერვით ან ცივ ამინდში ამონასუნთქზე დაკვირვებით შეგიძლიათ, ე.ი. ის გაცვეთილია და უნდა შეიცვალოს.
გახსოვდეთ: მრავალჯერადი პირბადის ლიმიტი 30 გაკეთებაა. ყოველი გამოყენების წინ ის აუცილებლად უნდა გაირეცხოს!