ფერფლით დაფარული მიწა: ვულკან სემერუს ამოფრქვევის შედეგები კუნძულ იავაზე

Sputnik

სამშაბათს ინდონეზიაში ვულკანი სემერუ ამოიფრქვა, რამაც ადგილობრივების ნაწილს სახლების დატოვება და თავშესაფარში წასვლა აიძულა.

ფერფლმა და გოგირდმა გარშემო რამდენიმე სოფელი დაფარა, რამაც პანიკა გამოიწვია ადგილობრივებში. ხელისუფლება ვულკანის მახლობლად მცხოვრები 550 ადამიანის ევაკუაციას ცდილობს.

1 / 12
ლუმაჯანგის რაიონში მდებარე ვულკანი სამშაბათს ამოიფრქვა
2 / 12
ლავის ტალღამ სიგრძეში ერთი კილომეტრი შეადგინა, ხოლო ფერფლმა 11 კილომეტრი მანძილი დაფარა
3 / 12
მონიტორინგის მონაცემებით, შავი ღრუბელი 2 500 მეტრის მანძილზე ჩანდა
4 / 12
ვულკანის შემდეგ მალე წვიმაც მოვიდა, რომელიც ვულკანის ფერფლით იყო გაჯერებული
5 / 12
სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლის ინდონეზიის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ქვეყნის დაახლოებით 550 მკვიდრი იძულებული გახდა სახლი დაეტოვებინა
6 / 12
მათგან დაახლოებით 300 ადამიანი სადამკვირვებლო პუნქტისკენ გაემართა
7 / 12
დანარჩენები თავშესაფარში დარჩნენ, რომელიც სუპიტურანგის დასახლებულ პუნქტში მდებარეობს
8 / 12
ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ევაკუირებული მოსახლეობა თავშესაფარში
9 / 12
ვულკანოლოგიისა და გეოლოგიური საფრთხეებიის შემცირების ცენტრმა ადგილობრივებს საშიში ზონისთვის თავის არიდებისკენ მოუწოდა
10 / 12
ფერფლით დაფარული შინაური ცხოველები ვულკანი სემერუს ამოფრქვევის შემდეგ
11 / 12
ბანიუვანგის აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა ცინ ასმორომ განაცხადა, რომ ვულკანის ამოფრქვევას აეროპორტის მუშაობაზე დიდი ზეგავლენა არ ჰქონია
12 / 12
მანამდე, კატასტროფების ინდონეზიელი მკვლევარები ვულკანი მერაპის აქტივობის ზრდაზე საუბრობდნენ, რომელსაც საშიშროების მესამე დონე აქვს მინიჭებული