თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. არსებობს სამი ეფექტური საშუალება, რომლებიც დაგეხმარებათ სწრაფად დააღწიოთ თავი გაციებას, განაცხადა ბრიტანელმა ექიმმა და ტელეწამყვანმა სარა ჯარვისმა Express-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, პირველი საშუალება — ყელის სპრეია, რომელიც შეიძლება მიკრობებისგან დამცავ ბარიერად იქცეს.
„კვლევებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია ორჯერ შეამციროს გაციების სიმპტომების ხანგრძლივობა და დაავადების მიმდინარეობა მესამედით შეკვეცოს“, — განმარტა ჯარვისმა.
მეორე გზა, ექიმის რეკომენდაციით, არის „ექინაცეის“ გამოყენება. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ამ პრეპარატის ეფექტურობაზე ჩატარებულმა კვლევებმა ურთიერთსაწინააღმდეგო შედეგები გამოავლინა.
ექსპერტმა გაციების სიმპტომებისგან გათავისუფლების მესამე ეფექტურ გზად C ვიტამინის ან მისი შემცველი საკვების მიღება დაასახელა, იქნება ეს ციტრუსები, წიწაკა, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო თუ კარტოფილი.
მანამდე გაციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მეთოდად საკვებში სანელებლების გამოყენება დასახელდა. ცნობილი გახდა, რომ სანელებლებით შესაძლებელია გამათბობელი სასმელების მომზადებაც, რაც აძლიერებს იმუნურ სისტემას და ამსუბუქებს უკვე დაწყებული დაავადების სიმპტომებსაც.