როდესაც გეუბნებიან ონლაინ იმუშავეო – ნახეთ როგორ მწყემსავს ცხვრებს მეცხვარე – ვიდეო

სოციალურ ქსელებში ძალიან პოპულარულია ვიდეო, სადაც მწყემსმა ცხვრების მწყემსვის ორიგინალურ ხერხს მიაგნო.
Sputnik

ვიდეოში კაცი „ცხვრის ტყაპუჭითა“ და „კომბლით“ ტელევიზორის ეკრანთან დგას და ცხვრებს დისტანციურად „მწყემსავს“.

„როდესაც გეუბნებიან ონლაინ იმუშავეო“ – ასე დაასათაურა ვიდეო სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა, რასაც, ცხადია, შემდეგ კომენტარები მოჰყვა: „გეგონება სწავლა არ მყოფნის ონლაინ და ახლა მუშაობა“, „რას არ მოიფიქრებენ“, „სულ არ გადავირიოთ მეშინია“.

დღეს არსებულმა რეალობამ და კორონავირუსის პრევენციულმა ღონისძიებებმა მსოფლიოს მასშტაბით მოსახლეობა აიძულა დარჩეს სახლში და იმუშაოს სახლიდან.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.