როდის შეუქმნის გადახურებული მზე დედამიწას საფრთხეს: ცნობილი გახდა თარიღი

უახლოეს ათწლეულებში მზის აქტიურობა დაიკლებს და მაგნიტური ქარიშხლების რაოდენობა შემცირდება, თუმცა ამავდროულად გაიზრდება გალაქტიკური კოსმოსური გამოსხივება.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. მზე, რომელმაც თავისი სიცოცხლის ნახევარი გალია, დედამიწას გადახურებით რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ დაემუქრება, განაცხადა РИА Новости-სთან ინტერვიუში კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ანატოლი პეტრუკოვიჩმა.

მოემზადეთ უმაღლესი დონის მაგნიტური ქარიშხლისთვის: ცნობილი გახდა დეკემბრის სახიფათო დღეები
„როცა ჩვენი ვარკვლავი დაიბადა, უფრო ცივი იყო, ვიდრე ახლაა. დროთა განმავლობაში ის თანდათან ხურდება და მისი გამოსხივება იზრდება. თანამედროვე გაგებით, მზე დედამიწას უკვე რამდენიმე მილიონი წლის შემდეგ შეუქმნის საფრთხეს, ვინაიდან მისგან წამოსული სითბური ნაკადი მეტისმეტად ცხელი იქნება დედამიწის თანამედროვე კლიმატისთვის“, — აღნიშნა მეცნიერმა.

თუმცა, პეტრუკოვიჩის თქმით, კაცობრიობას ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო აქვს ამ პრობლემის გადასაჭრელად — მაგალითად, ატმოსფეროს დარეგულირებისა თუ დედამიწიდან გაფრენის გზით.

ამასთან მეცნიერმა აღნიშნა, რომ უახლოეს ათწლეულებში მოსალოდნელია მზის აქტიურობისა და მაგნიტური ქარიშხლების რაოდენობის შემცირება. თუმცა ამავდროულად გაიზრდება გალაქტიკური კოსმოსური გამოსხივება, რასაც დედამიწისთვის არა, მაგრამ საპლანეტთაშორისო ფრენებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.