გამყრელიძე: კლინიკებს ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტის კორონავირუსზე გამოკვლევა ევალებათ
© Sputnik
„მინდა მივმართო მოსახლეობას, რომ ისარგებლონ ამ შეთავაზებით. ნებისმიერმა ადამიანმა, ვისაც აქვს კოვიდისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ტესტირება. ახალი დადგენილების მიხედვით, მაქსიმალურად მსუბუქდება ბარიერები ტესტირების ჩასატარებლად, კერძოდ, აუცილებელი აღარ იქნება ოჯახის ექიმის მიერ გადამისამართება. ასევე ყველა სტაციონარულ დაწესებულებას ევალება ყველა ჰოსპიტალიზებული პაციენტის გამოკვლევა კორონავირუსულ ინფექციაზე“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, აქამდე კორონავირუსზე მხოლოდ იმ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს იკვლევდნენ, რომლებსაც ტემპერატურა აღენიშნებოდათ.