მსოფლიო დღეს

აშშ კოვიდ-ვაქცინის 3 ათას ბავშვზე გამოცდას იწყებს

კორონავირუსის სრული განადგურება ვაქცინაციის შემთხვევაშიც კი ვერ მოხერხდება – ის სამუდამოდ დარჩება სეზონური დაავადების სახით, მიაჩნია მაღალჩინოსან მედიკოსს.
Sputnik

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა mRNA-1273-ს ამერიკული კომპანია Moderna 3 ათას ბავშვზე გამოცდის აშშ-ის ექვს შტატში, იუწყება CNN.

„Moderna-მ 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების მიწვევა დაიწყო მის მიერ შემუშავებული ვაქცინის გამოსაცდელად“, — ნათქვამია განცხადებაში.
„დარწმუნებული ვარ“: კორონავირუსის ვაქცინის შემქმნელი პანდემიის დასრულების თარიღს ასახელებს

ირკვევა, რომ ვაქცინის კლინიკურ გამოცდაში 12-დან 18 წლამდე ასაკის მოხალისეები იქნებიან ჩართული აიდაჰოს, მინესოტის, ნიუ-იორკის, ოკლაჰომის, ტეხასისა და იუტის შტატებიდან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Moderna-ს კოვიდ–ვაქცინამ კლინიკური კვლევებისას კორონავირუსული დაავადების მძიმე ფორმების შემთხვევაში ასპროცენტიანი ეფექტურობა გამოავლინა. პრეპარატის კვლევის პროცესში გარდაიცვალა ერთი პაციენტი, რომელიც პლაცებოს ჯგუფში შედიოდა.

მანამდე ინგლისის მთავარი ექიმის მოადგილემ ჯონათან ვან ტამმა განაცხადა, რომ კაცობრიობა ვერასდროს შეძლებს კორონავირუსის სრულ განადგურებას და ის სეზონური დაავადების სახით დარჩება ვაქცინაციის შემთხვევაშიც კი.