თბილისი, 3 დეკემბერი – Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის გადაწყვეტილებით, ყარაბაღის მოვლენებისადმი მიძღვნილი ადრე დაწესებული გამარჯვების დღე 10 ნოემბრის ნაცვლად თურქეთთან სოლიდარობის ნიშნად 8 ნოემბერს აღინიშნება, იუწყება РИА Новости.
ალიევის განკარგულებით, მიღებულია გადაწყვეტილება სამამულო ომში გამარჯვების უკვდავსაყოფად ყოველწლიურად აზერბაიჯანში 10 ნოემბერს გამარჯვების დღე აღინიშნოს“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ 10 ნოემბერს თურქეთში აღინიშნება მუსტაფა ქემალ ათათურქის ხსოვნის დღე (თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი), ამიტომ ილჰამ ალიევმა მიიღო გადაწყვეტილება გამარჯვების დღის თარიღის შეცვლის შესახებ. ამიერიდან ის 8 ნოემბერს აღინიშნება.
სექტემბრის ბოლოს მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, რომელშიც სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთმანეთი დაადანაშაულეს. რუსეთის შუამავლობით ქვეყნები 2020 წლის 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სომხეთი და აზერბაიჯანი დაკავებულ პოზიციებზე რჩებიან, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე რუსი სამშვიდობოები შედიან. ისინი მხარეთა გამყოფი ხაზისა და ყარაბაღისა და სომხეთის დამაკავშირებელი დერეფნის გასწვრივ ლაგდებიან. გარდა ამისა, სომხეთი რამდენიმე რაიონს თმობს.