საქართველოში კორონავირუსს კიდევ ერთი მედიკოსი ემსხვერპლა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობამ 8 ათასს გადააჭარბა და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ქუთაისში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი მედიკოსი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო–სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრის ექთანი ორი კვირის წინ დაინფიცირდა. 54 წლის ქალს თანმდევი დაავადება შაქრიანი დიაბეტი აღენიშნებოდა.

საქართველოში რვა ათასზე მეტი მედიკოსია ინფიცირებული>>>

კლინიკის დირექტორის გოგიტა ბაბუნაშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, ექთნის ინფიცირების წყარო ერთ-ერთი პაციენტი იყო.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების საერთო რაოდენობა 8 ათასს აღემატება. გარდაცვლილია სამედიცინო სფეროს ათზე მეტი წარმომადგენელი.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს. კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ქვეყანაში 1.300-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.