სამეგრელოს რეგიონის ლოგოტიპზე კონკურსი გამოცხადდა

კონკურსანტებმა ლოგოტიპის შექმნისას ორგანიზატორების მიერ დაწესებული გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ.
Sputnik

თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. ორგანიზაციამ „სამეგრელო DMO“, რომლის მიზანიც სამეგრელო–ზემო სვანეთში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა, რეგიონის ტურისტული ლოგოტიპის შექმნაზე კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსის პირობების თანახმად, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქვეყნის ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს ან იურიდიულ პირს. 

საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ალიანსი შეზღუდვების გადახედვას ითხოვს

სიტყვა „სამეგრელო“ ლოგოტიპში შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც ძირითადი გრაფიკული ელემენტი. გასათვალისწინებელია სამეგრელოსთვის დამახასიათებელი ელემენტები – ბუნება და თავგადასავლები, ისტორია, ეთნო–ტრადიციები და გასტრონომიული კულტურა.

მთავარია, რომ სიმბოლო დადებითი და პოზიტიური შინაარსის იყოს, აღნიშნავენ ორგანიზაციაში. გარდა ამისა, შეიძლება სამეგრელოსთან ასოცირებული ფერების გამოყენება – წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი და ლურჯი გარდამავალ ტონალობაში.

პროექტის ბიუჯეტი 2 ათასი ლარია. გამარჯვებულს სპეციალური ჟიური გამოავლენს. ნამუშევრების წარდგენა 5 დეკემბრამდეა შესაძლებელი. კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია აქ.