ყვითელი ამბები

მაია ასათიანი გათხოვდა? – ტელეწამყვანმა საქორწინო ბეჭდიანი ფოტო გაასაჯაროვა

მაია ასათიანის ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები დააბნია. ტელეწამყვანმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის მამაკაცთან ერთადაა გადაღებული და მათ, როგორც ჩანს, საქორწინო ბეჭდები უკეთიათ.
Sputnik

ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა „ინსტაგრამის“ „ფოლოვერებს“ ახალი თავსატეხი გაუჩინა. რამდენიმე საათის წინ მაია ასათიანის „სთორიში“ გაჩნდა ფოტო, სადაც მისი ხელი მამაკაცს უჭირავს, ორივეს კი საქორწინო ბეჭდები უკეთიათ.

უცნობია, ვინ არის აღნიშნული მამაკაცი, თუმცა მაია ასათიანი, მისი თანხმობის შემთხვევაში, სავარაუდოდ, მზადაა გაასაჯაროოს ვინაობა. „დაგთაგო?“ – დააწერა ფოტოს ტელეწამყვანმა, რომელიც საყვარელი ადამიანის თანხმობას ელის.

„რაც ჩემს პირად ცხოვრებას შეეხება, დიახ, რასაც საუბრობდნენ, მართალი იყო, უბრალოდ ახლა ამ ყველაფერზე საუბარი არ მსურს, იმიტომ რომ ეს მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე პირადი ცხოვრება მაქვს და მუდამ მქონდა, უბრალოდ ის დაცულია. რაც გათხოვებას შეეხება, გათხოვება არ მინდა“, – თქვა მაშინ ტელეწამყვანმა.