ლევან სილაგავა: ნამცხვრები, ხაჭაპური და თონის პური შეიძლება გაძვირდეს

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლევან სილაგავამ  განმარტა, როგორ იმუშავებს სახელმწიფოს მიერ ფქვილის სუბსიდირების სქემა.
Sputnik
ლევან სილაგავა: ნამცხვრები, ხაჭაპური და თონის პური შეიძლება გაძვირდეს
„დღეს პირველი ხარისხის ფქვილის ფასი დაახლოებით 62-63 ლარია, 63 ლარს რომ 10 ლარის სუბსიდიას გამოაკლებ, 53 ლარია. ამ ფიქსირებულ ფასში წისქვილკომბინატები პროდუქციას იმ პურის ქარხნებს მიაწვდიან, რომლების სიასაც პურის მრეწველთა კავშირი წარმოადგენს. ხოლო სხვა შემთხვევაში ბაზარზე ყველა სახის ფქვილი თავისუფალ ფასში იქნება  წარმოდგენილი“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.

საქართველო წელიწადში 700-800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. ლევან სილაგავას თქმით, ფქვილზე ფასის ზრდის მიზეზი მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასის ზრდაა, რომელსაც ბოლო დროს დოლარის მიმართ ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურებაც ემატება. თუ იმპორტიორმა ჯერ კიდევ ზაფხულში რუსეთიდან შემოტანილ ტონა ხორბალში 200 დოლარი გადაიხადა, ახლა მას უკვე იგივე რაოდენობა 25%-ით მეტი უჯდება.