„ბოკა ხუნიორსმა“ გამარჯვება დიეგო მარადონას შვილს მიუძღვნა – ემოციური ვიდეო

სოციალურ ქსელში პოპულარულია ვიდეო, სადაც მარადონას ქალიშვილის ემოციებია ასახული, როდესაც არგენტინელმა ფეხბურთელებმა გამარჯვება მას მიუძღვნეს.
Sputnik

25 ნოემბერს ფეხბურთის არგენტინელი ლეგენდა დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონი 2 ნოემბერს ბუენოს-აირესის კლინიკაში იყო გადაყვანილი. მას სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს - ტვინის ზედაპირზე სისხლის შედედება, ჰემატომა ქირურგიული ჩარევით მოაშორეს. კლინიკიდან მარადონა 11 ნოემბერს გაწერეს.

„ჩემი კანონიერი შვილები დალმა და ჯანინა არიან, სხვები კი ჩემი ფულისა და შეცდომების შედეგი“, – ამბობდა დიეგო.

მოგვიანებით ყველა შვილი მიიღო. სამი მათგანი (ორი ქალისგან) კუბაზე დაიბადა, იმ პერიოდში, როცა დიეგო 2003-05 წლებში იქ მკურნალობდა.

სხვადასხვა სკანდალის შემდეგ დიეგომ ჟუნიორი (32 წლის) და ჯანაც (22 წლის) შვილებად აღიარა. კიდევ ერთი შვილი დიეგოს უცნობი ქალისგან ჰყავს.

გამოდის, რომ დიეგოს 8 შვილი დარჩა. „კიდევ სამი და საფეხბურთო გუნდი იქნება“, – იხუმრა ჯანინამ „ინსტაგრამზე“.