თბილისი, 2 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.033-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 143.376-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 121.621 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 4.061), გარდაიცვალა – 1.342 (ბოლო 24 საათში – 39), კარანტინის რეჟიმშია 1.980, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.397 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3.798 ადამიანი იმყოფება.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.