ყვითელი ამბები

„აფთიაქში შესულმა წამლის ათი აბი ვერ ვიყიდე და ექვსი ჩამოვაჭრევინე…”

პანდემიის პერიოდში, ისევე, როგორც ხელოვანების უმრავლესობა, მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძეც ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
Sputnik

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ პანდემიის პერიოდში აფთიაქში შესვლისას საჭირო წამლის ყიდვაც უჭირს, როგორც სხვებს. მომღერალმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ დაზღვევის ყიდვის თანხაც კი არ აქვს, ისე გაძვირდა. 

„წამალი საჭიროა, მეც მჭირდება და დედაჩემსაც. იმ დღეს აფთიაქში შევედი და თავი საშინლად დათრგუნულად ვიგრძენი. როცა დამისახელეს თანხა, ათიდან ექვსი აბი მოვაჭრევინე, რადგან ათს ვერ ვიყიდდი და ასე ვიანგარიშე დანარჩენი წამლებიც. ასეა ყველა. მე არ ვწუწუნებ. ეს არის ჩვენი ერის ტრაგედია“, – ამბობს მომღერალი.

მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე გასული საუკუნის 70-იან წლებში ცნობილი ბავშვთა ანსამბლი "მზიურის" წევრია. მისი შემდგომი საშემსრულებლო კარიერა არაერთ ცნობილ და პოპულარულ სიმღერას ითვლის. გარდა ამისა, ამჟამად საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში წარმატებით საქმიანობს თამრიკო ჭოხონელიძისა და მისი დების ბავშვთა მუსიკალური სტუდიები.