შსს-მ ერთი კილოგრამი ჰეროინი ამოიღო – დაკავებულია ერთი პირი

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, აღნიშნული დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 45 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში რუსეთის მოქალაქე ერთი კილოგრამი ჰეროინით დააკავეს

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ჰეროინის შემცველი ერთი კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.