საციგურაო მოედნის საზეიმო გახსნა წითელ მოედანზე მოსკოვში – ფოტო

Sputnik

მოსკოვში საციგურაო მოედანი მე-15 საიუბილეო სეზონზე საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ორგანიზატორებმა სტუმრებს ნამდვილი შოუ მოუწყვეს – დაიდგა ფრაგმენტი ტატიანა ნავკას მიუზიკლიდან „რუსლანი და ლუდმილა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ფიგურისტები მარგარიტა დრობიაზკო და პოვილას ვანაგასი.

მოედანი 1 მარტამდე იმუშავეს, მიუხედავად ამინდებისა.

საციგურაო მოედანზე დაცულია ყველა აუცილებელი ზომა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით.

სტუმრებისთვის გათვალისწინებულია პირბადეები და ხელთათმანები, აქ შესაძლებელია სოციალური დისტანციის დაცვაც. გარდა ამისა, ციგურებს უტარდება დეზინფექცია ყოველი გაქირავების შემდეგ, მიმდინარეობს ჰაერის რეცირკულაცია და დამონტაჟებულია ბაქტერიციდული ნათურები.

1 / 17
მოსკოვის საციგურაო მოედნის საიუბილეო გახსნა საზეიმო ვითარებაში
2 / 17
ღონისძიებაზე სტუმრებს უჩვენეს ფრაგმენტი ტატიანა ნავკას მიუზიკლიდან „რუსლანი და ლუდმილა“
3 / 17
წელს საციგურაო მოედანი 15 წლის გახდება
4 / 17
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალინა ზაგიტოვამ გახსნაზე უჩვენა ამონარიდი მიუზიკლიდან „მძინარე მზეთუნახავი. ლეგენდა ორ სამეფოზე“
5 / 17
ყინულოვან შოუზე არტისტები გამოდიოდნენ
6 / 17
„სასწაულო მოხდა, და მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი წითელი მოედანი, დედაქალაქის ცენტრი განათდა და გაბრწყინდა. აქ შეხვედრა ძალიან გვიხარია, მთელი ჩვენი გუნდი აქ არის. უკვე მეოთხე წელია ჩვენი გუნდი აქ გეგებებათ და პირველი ხსნის ამ მოედანს“, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტატიანა ნავკამ
7 / 17
ფიგურისტები მარგარიტა დრობიაზკო და პოვილას ვანაგასი საციგურაო მოედნის გახსნის დროს მოსკოვში
8 / 17
ამ სეზონზე მოედანი ზღაპრულ ზამთრის ქვეყანად იქცა, სადაც ბინადრობენ ირმები, პინგვინები და ბუები
9 / 17
ოლიმპიური ჩემპიონი ფიგურულ სრიალში მაქსიმ მარინინი საციგურაო მოედნის გახსნაზე
10 / 17
ტელეწამყვანი დმიტრი ხრუსტალიოვი საციგურაო მოედნის გახსნაზე
11 / 17
მუსიკოსი იგორ ბუტმანი და მისი თანამგზავრი ანა ლვოვა საციგურაო მოედნის გახსნაზე
12 / 17
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე და პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი მეუღლესთან - ტატიანა ნავკასთან და ქალიშვილ ნადეჟდა პესკოვასთან ერთად საციგურაო მოედანზე
13 / 17
მსახიობი იულია პერესილდი საციგურაო მოედნის გახსნაზე
14 / 17
მსახიობი ნადეჟდა მიხალკოვა საციგურაო მოედნის გახსნაზე
15 / 17
მოედანი 1 მარტამდე იმუშავებს, მიუხედავად ამინდებისა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით აქ უსაფრთხოების ყველა ზომა დაცულია
16 / 17
მუსიკოსი, ჯგუფი „მორალური კოდექსის“ სოლისტი სერგეი მაზაევი საციგურაო მოედნის გახსნაზე
17 / 17
მსახიობი ეკატერინა შპიცა საციგურაო მოედნის გახსნაზე