ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა

ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი ლია ბიბილეიშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

კორონავირუსმა 19 წლის გოგონა იმსხვერპლა

ლია ბიბილეიშვილი სამტრედიის კოვიდსაავადმყოფოში მკურნალობდა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ცხოვრობდა. ის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ ბოლო მონაცემებით 139 343-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 36 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1 303 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გამოჯანმრთელდა 117560 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.