მთვარის კალენდარი: 1 დეკემბერი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

  • 1 დეკემბერი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. კლებადი მთვარე ტყუპის ნიშანშია.

ტყუპის დღე შესანიშნავია კონტაქტებისა და ნაცნობობისთვის, ინფორმაციებისა და იდეების ურთიერთგაცვლისთვის. საჭიროა ძველი საქმეების გაგრძელება, არ ღირს ახლის წამოწყება.

სავსემთვარეობა და დაბნელება 30 ნოემბერს – ორი უმნიშვნელოვანესი მოვლენა: როგორ მოვიქცეთ

კარგი დღეა სასწრაფო საქმეების მოსაგვარებლად. ხელსაყრელი დროა ჟურნალისტებისთვის, ახალი ცნობების მოსაპოვებლად, აუდიტორიის წინაშე გამოსვლისთვის. ასევე შეიძლება კომერციული საქმიანობა, თუ ქონებრივ და საოჯახო საქმეებთან არ არის დაკავშირებული. ამ დღეს ადამიანებში ჩნდება აქტიურობა, კომუნიკაბელურობა, ემოციური აღქმა.

მთვარე ტყუპში – ესაა მსუბუქი ურთიერთობების დრო, რომელიც არაფერს ავალდებულებს ადამიანებს. კარგად ეწყობა ახალი ნაცნობობა. ადამიანები უფრო გულგახსნილი, მიმნდობი და კომუნიკაბელური ხდებიან. ასეთ დროს ნაცნობობისკენ ილტვიან ის ადამიანები, რომლებსაც მსუბუქი და არცთუ სერიოზული ურთიერთობები აინტერესებთ.

სასიყვარულო რომანი ამ დღეს იწყება მსუბუქად, არა ვნებით, არამედ ენამოსწრებული სიტყვებით ან დამაჯერებელი დაპირებებით; მაგრამ ურთიერთობები მოკლებული იქნება ყოველგვარ ვალდებულებებს, უფრო „თავქარიანი“ კავშირი გამოვა, ერთგვარი „თამაში“, ვიდრე ღრმა და სერიოზული ურთიერთობები.

კვირის ასტროპროგნოზი: სიყვარული, ფინანსები, სამუშაო – 30 ნოემბერი – 6 დეკემბერი

რეკომენდებულია დასვენება, მიღწეული პოზიციების გამტკიცება, სერიოზული საქმეების გადადება, მიმდინარე საქმეების განხილვა, ორომტრიალისთვის თავის არიდება, ვაჭრობა, შემოქმედებითი საქმიანობა.

არარეკომენდებულია ფულადი ოპერაციები, ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებზე ხელმოწერა, მოლაპარაკებების წარმოება, ნეგატიური ემოციების გამომჟღავნება.

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. დაჩქარდება თმის ზრდის პროცესი, მაგრამ თმა დაუმორჩილებელი გახდება. ხელსაყრელია ჰაეროვანი ვარცხნილობის გაკეთებისთვის. შეღებვისთვის ძალიან კარგი დღეა. მანიკურისთვის არახელსაყრელი დღეა.

მებაღეობა: მთვარის კლების ფაზის დროს, ტყუპის ნიშანში, მცენარეები ისვენებენ, მათი წვენი ფესვებისკენ ისწრაფვის, მცირდება მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა. ეფექტური იქნება ზედმეტი ყლორტების მოშორება, გაკრეჭა, გამარგვლა, კულტივირება, მულჩირება, სამკურნალო მცენარეების მოგროვება, ხილისა და კენკროვანების დაკრეფა. შეიძლება მავნებლებთან ბრძოლა, შეწამვლა, დასუსტებული მცენარეებისთვის სასუქის მიცემა.