მსოფლიო დღეს

გერმანიაში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, არიან დაღუპულები

შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. გამომძიებლები მისი ქმედების მოტივების გარკვევას ცდილობენ.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. გერმანიის ქალაქ ტრირში ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა, ორი ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება სააგენტო РИА Новости.

ვრცელდება ინფორმაცია მინიმუმ ათი დაშავებულის შესახებ.

ავტომობილის მძღოლი დაკავებულია, მისი მოტივები ჯერჯერობით უცნობია.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შავი Range Rover ტროტუარზე საათში 70 კილომეტრი სიჩქარით მიდიოდა.

ტრირი – რეინალდ-პფალცის მიწაზე უძველესი ქალაქია, დაარსებულია რომის იმპერატორ გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსის მიერ ჩვ.წ.აღ. 16 წელს. ქალაქში არსებული ანტიკური ძეგლები მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი და დაცულია იუნესკოს მიერ. აქ დაიბადა კარლ მარქსი.