თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. კორონავირუსული პანდემია 2021 წელს დასრულდება, თუმცა თავად ვირუსი არსად გაქრება, განაცხადა სამეცნიერო ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელმა რინატ მაქსიუტოვმა.
„ვირუსი დარჩება, მაგრამ პანდემია წავა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს 2021 წელს მოხდება“, — აღნიშნა მან Science Bar Hopping-ის ონლაინ–ფესტივალზე.
მაქსიუტოვის თქმით, პანდემია კლებაში მხოლოდ ორი გზით შეიძლება წავიდეს: ან მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი გადაიტანს დაავადებას, ან მასობრივი ვაქცინაციის შემდეგ. ეს ორივე შემთხვევა ხელს შეუწყობს კოლექტიური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.
ცენტრ „ვექტორის“ ხელმძღვანელის თქმით (სადაც შეიქმნა ერთ-ერთი რუსული ანტიკორონავირუსული ვაქცინა), საუბარი იმაზე, რომ კორონავირუსი რაღაც მომენტში „ჯადოსნური ჯოხის აქნევით“ გაქრება, არ შეიძლება.