COVID-19 - ბოლო ცნობები

თურქეთი კორონავირუსის გამო შეზღუდვებს ამკაცრებს და კომენდანტის საათს აწესებს

კომენდანტის საათი იმოქმედებს 21:00-დან 5:00 საათამდე, ხოლო საჯარო დაწესებულებები 10:00-დან 16:00 საათამდე იმუშავებენ.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. თურქეთში 1 დეკემბრიდან შეჩერდება აბანოების, აუზების და სპორტდარბაზების მუშაობა, სავაჭრო ცენტრებში მოქალაქეების შესვლა შეიზღუდება, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა. ამის შესახებ წერს სააგენტო РИА Новости.

„აბანოები, საუნები, აუზები, სპორტდარბაზები სამშაბათიდან მუშაობას წყვეტენ. სავაჭრო ცენტრებში შეუშვებენ მომხმარებელთა მხოლოდ გარკვეულ რაოდენობას და ისიც მხოლოდ ციფრული კოდით. ასევე შეიზღუდება ღია სივრცეებში ხალხმრავალი ადგილების მონახულება. კომენდანტის საათი იმოქმედებს 21:00-დან 5:00 საათამდე სამუშაო დღეებში, აგრეთვე პარასკევის 21:00 საათიდან ორშაბათის 05:00 საათამდე. საჯარო დაწესებულებები 10:00-დან 16:00 საათამდე იმუშავებენ“, – განაცხადა ერდოღანმა ტელემიმართვისას.

COVID-19-ზე უფრო საშიში: დასახელდა დაავადება, რომელიც მეტ ადამიანს შეიწირავს

„ჩვენ ვსწავლობთ ყველა ვაქცინას, რომელიც ცდების ბოლო საფეხურზე გადავიდა. ყველა ჩვენს მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ვაქცინა უფასოდ მიიღოს. ვაქცინაცია მომდევნო თვიდან დაიწყება. ჩვენ უკვე ვაქცინის 50 მილიონი დოზა შევუკვეთეთ“, – აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

როგორც ადრე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ ქოჯამ განაცხადა, კორონავირუსის პანდემიამ თურქეთის ზოგ რეგიონში, მათ შორის სტამბულში, მესამე პიკს მიაღწია. ბოლო კვირის განმავლობაში რამდენჯერმე ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების დადასტურების და მისგან გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.

გასულ დღე-ღამეში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 31 219 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 188 ადამიანი, ეს პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია, ამას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემები მოწმობს.