COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 117 560 ადამიანი, გარდაიცვალა – 1 303, კარანტინის რეჟიმშია 1 978, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 366 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 708 ადამიანი იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 1 დეკემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.759-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 139.343-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 117 560 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3 574), გარდაიცვალა – 1 303 (ბოლო 24 საათში – 36), კარანტინის რეჟიმშია 1 978, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6 366 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 3 708 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.