თამო ვაშალომიძე, ფაქტობრივად, საიდუმლოს გარეშე ცხოვრობს. ერთადერთი, რაც მოდელმა თაყვანისმცემლებს დღემდე არ გაუმხილა – მისი პირველი პარტნიორის ვინაობაა. მოდელმა ახალშობილი ვაჟის ფოტო იმავე დღეს გამოაქვეყნა და დაწერა, რომ სიტყვებით ვერ გადმოსცემს, როგორი ბედნიერია.
თამომ მოგვიანებით ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც არაჩვეულებრივ ფორმაშია. მოდელს საერთოდ არ ეტყობა, რომ ორი დღის წინ შვილი გააჩინა. ორსულობის ბოლო თვეებში ამბობდა, რომ 10 კილოგრამი ჰქონდა მომატებული, მაგრამ ახლა მსგავსი არაფერი ეტყობა.
რამდენიმე თვეა თაყვანისმცემლებმა შეამჩნიეს, რომ მის გვერდზე ეროტიკული ხასიათის სურათებმა იკლო, ხოლო ოჯახურმა იდილიამ იმატა. თამო ვაშალომიძის ახალი პარტნიორი აკა სამხარაძეა. ის ბიზნესმენია, რომელიც სამედიცინო სფეროში საქმიანობს. ფოტომოდელის განცხადებით, ისინი ერთ წელზე მეტია, რაც ერთმანეთს ხვდებიან. ეს ერთი ნახვით შეყვარებას ჰგავს.
ფოტომოდელის განმარტებით, ბიზნესმენი მას საჩუქრებითა და ულევი ყურადღებით ანებივრებს, რის გამოც მათი ურთიერთობა უფრო და უფრო საინტერესოა. როგორც ჩანს, პატარა სოფია მამინაცვალს გულგრილს არ ტოვებს. თამოს სოციალური ქსელებიდან ირკვევა, რომ მამინაცვალი და თამოს ქალიშვილი ერთად დროს ხშირად ატარებენ.