ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი იზრდება

საქართველოდან ვაშლის, თხილისა და მანდარის პარალელურად ხურმისა და კარალიოკის ექსპორტიც აქტიურად ხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. საქართველოდან ექსპორტზე 9 088 ტონა ხურმა და კარალიოკი გავიდა, მიღებულმა შემოსავალმა კი 4,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 

უწყების ცნობით, 1 აგვისტოდან 29 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 27%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 31%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს. აღნიშნულ პერიოდში 3%-ით გაიზარდა ხურმისა და კარალიოკის საექსპორტო ფასი.

წელს ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4 004 ტონა), უკრაინასა (2 931 ტონა) და სომხეთში (2 009 ტონა).

ქართული ხურმა და კარალიოკი ექსპორტზე ასევე გავიდა ბელარუსში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში. 

ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი იზრდება