საკალათბურთო მატჩი საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებს შორის – ვიდეო

„ევრობასკეტ-2022“-ის საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოსა და ფინეთის ნაკრებებმა შეხვედრა ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართეს.
Sputnik

ქართულმა გუნდმა მეტოქე დაამარცხა ანგარიშით 91–85, რითიც მესამე საკვალიფიკაციო მატჩში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველი კალათბურთელებიდან გიორგი შერმადინი დასახელდა, რომელმაც გუნდს 27 ქულა მოუტანა და 10-ჯერ მოხსნა ბურთი ფარიდან. 19 ქულა მოიპოვა თორნიკე შენგელიამ, რასაც 8 მოხსნაც დაამატა.

ამავე ჯგუფში შვეიცარიის ნაკრებმა მოულოდნელად ანგარიშით 92-90 გაიმარჯვა სერბეთთან შეხვედრისას.

საქართველოს ნაკრები 30 ნოემბერს ისევ ესპოოში შვეიცარიის გუნდს დაუპირისპირდება.