მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი 29 ნოემბერს 29 წლის გახდა. პროდიუსერ ნოე სულაბერიძის მეუღლე ამ დღისთვის დიდხანს ემზადებოდა, სტუმრებისთვის საკუთარი დიზაინით სუფრაც გააწყო და „ინსტაგრამის“ „სთორიში“ სოციალური ქსელის მომხმარებლებსაც გაუზიარა, როგორ ემზადებოდა მათ დასახვედრად.
როგორც ჩანს, პანდემიიდან გამომდინარე, წყვილმა მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით სტუმრების დაპატიჟებაზე უარი თქვა, ან, პირიქით, სტუმრებმა შეიკავეს თავი და მილოცვა ვირტუალურად გადაწყვიტეს.
ჯანეტი თვალწარმტაცი გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით გამოირჩევა. ახალგაზრდა მოდელი და ახალბედა დედა განსაკუთრებულად საინტერესოდ ფეხმძიმობის პერიოდში გამოიყურებოდა. ჯანეტს უყვარს ფერთა გამებით თამაში. ორსულობისას საკუთარი ატელიე დააარსა, სადაც ქალბატონებს დახვეწილ სამოსს სთავაზობს.
იტალიაში ერთ-ერთი წამყვანი დიზაინერების სკოლაში ჭრა-კერვის გარდა სტილის შეგრძნებაც შეისწავლა. საქართველოში დაბრუნებულ მოდელს ახალი შესაძლებლობები მეორე ნახევარმა შეუქმნა. მოდელი ტელეწამყვან ნოე სულაბერიძეზეა დაოჯახებული.
ჯანეტი და ნოე ერთობლივად და ცალ-ცალკე დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ცნობილი პროდიუსერი და რეიტინგული გადაცემების ავტორი და უმშვენიერესი მოდელი და დიზაინერი ჯანეტ ქერდიყოშვილი შეუდარებლად გამოიყურებიან. მათი სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა.