ზუგდიდში დააკავეს კაცი, რომელიც არასრულწლოვნის გამოსახულებით პორნოგრაფიულ მასალას ფლობდა

ბრალდებულის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ზუგდიდში 43 წლის მამაკაცი არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა/შენახვა/ფლობა/სარგებლობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბავშვთა პორნოგრაფია: საქართველოში ავსტრალიის მოქალაქეს 20 წლით პატიმრობა შეეფარდა

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოები პირადი სარგებლობის მიზნით, წინასწარი შეცნობით შეიძინა, ფლობდა და ინახავდა.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოღებულია კომპიუტერული ტექნიკა, მობილური ტელეფონი, მეხსიერების ბარათები, ლაზერული დისკები, ფული და სიმბარათები.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 255-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენას, შენახვას, ფლობას ან ასეთი ნაწარმოებით სარგებლობას და 5-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.