ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ 77 წლის პაციენტს მესამე დღეა ეძებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა მამაკაცი ბოლოს 27 ნოემბერს 23:00 საათზე ერთ-ერთ ქუჩაზე შეამჩნიეს, მას შემდეგ კი კვალი იკარგება
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებულ 77 წლის პაციენტს, ანზორ ლომჯარიას ისევ ეძებენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

არსებული ინფორმაციით, პაციენტი ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან სამი დღის წინ გაიპარა და ამ დრომდე ვერ პოულობენ. სავარაუდოდ, მამაკაცი კლინიკის უკანა კარიდან გავიდა. მამაკაცს სიმსივნური დაავადების ფონზე მეხსიერების პრობლემა აქვს.

ოჯახის ინფორმაციით, მამაკაცი ბოლოს 27 ნოემბერს 23:00 საათზე ერთ-ერთ ქუჩაზე შეამჩნიეს, მას შემდეგ კი კვალი იკარგება.