COVID-19 - ბოლო ცნობები

მსოფლიოს ახალ საშიშ ეპიდემიასთან ორი მუტაცია აშორებს - ცნობილი ექიმის მოწოდება

ახალი ვირუსის ეპიდემიის დროს სიკვდილიანობა კორონავირუსთან შედარებით გაცილებით მაღალი შეიძლება აღმოჩნდეს, - 40%-მდე - ეპიდემიოლოგები განგაშს ტეხენ
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოს სასწრაფოდ სჭირდება დამატებითი ზომების შემუშავება მაღალი სიკვდილიანობის მქონე შესაძლო ახალი სერიოზული ეპიდემიების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ასეთებს არ განეკუთვნება, წერს ცნობილი რუსი ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი საკუთარ Telegram-არხზე.

„თუ მოვა ვირუსი 35-40%-იანი სიკვდილიანობით, ვაქცინის გამოჩენის მომენტისთვის ათობით მილიონი ადამიანი დაიღუპება“, - დაწერა ექიმმა და აღნიშნა, რომ ახლავე საჭიროა მეცნიერთა ძალების და რესურსების გადასროლა სწორედ ასეთი ვაქცინის შესაქმნელად, წინააღმდეგ შემთხვევაში „გაცილებით ძვირი დაგვიჯდება“.

მსოფლიოში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 657 ათასი შემთხვევა გამოვლინდა

„მაგალითად - გრიპის საწინააღმდეგო „უნივერსალური“ ვაქცინა. ჩვენ გვემუქრება სწორედ ის, „ჩიტის“ ან „ღორის“, ადრე თუ გვიან მეხი გავარდება! როგორც ვირუსოლოგები წერენ: სერიოზულ ეპიდემიას ორი მუტაცია გვაშორებს!“ - დაწერა მიასნიკოვმა და აღნიშნა, რომ პირველი მუტაციაა - ვირუსის გადადება ცხოველიდან ადამიანზე, ხოლო მეორე - ადამიანიდან ადამიანზე.

მან შეახსენა ყველას, რომ ჩინეთში პირველ მუტაციას ღორებისა და ჩიტებიდან მუდმივად აფიქსირებენ, ხოლო „უბედურებამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი!“ გრიპის საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინის შექმნის მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა.

მიასნიკოვის თქმით, კორონავირუსმა აჩვენა, რომ ადამიანები არ იყვნენ მზად ინფექციის დასახვედრად, მაგრამ ახლა უკვე ცხადი გახდა, რამხელა დრო სჭირდება ვაქცინის შესაქმნელად.