ჩოხატაურში ქვის საამქროში ახალგაზრდა მამაკაცი სასიკვდილოდ დაშავდა

უბედური შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, რა დროსაც 33 წლის მამაკაცი დანადგარის გაწმენდას ცდილობდა. ის საავადმყოფოში შეყვანისთანავე გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ქვის საამქროში ქვის სატეხი დანადგარის გაწმენდისას 33 წლის კაცი სასიკვდილოდ დაშავდა, იუწყება პირველი არხი.

რუსთავში „კარფურის“ მშენებლობაზე მუშა დაშავდა

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა დანადგარს წმენდდა, რა დროსაც აპარატურა ჩაირთო და მამაკაცმა ამ დროს მიიღო დაზიანებები. ის საავადმყოფოში შეყვანიდან მალე გარდაიცვალა.

დაღუპული სოფელ გოგლესუბნის მკვიდრი იყო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 240-ე მუხლით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.