ზღაპრული ზამთრის ქვეყანა: მოსკოვის ცენტრში ყინულის მოედანი გაიხსნა

მოსკოვის ცენტრში, ლეგენდარული „გუმის“ წინ, საციგურაო მოედანი გაიხსნა, რომელიც ამ სეზონზე ზღაპრული ზამთრის ქვეყნის სახით იქნება წარმოდგენილი
Sputnik

თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვის ცენტრში, ცნობილი „გუმის“ წინ მოწყობილმა საციგურაო  მოედანმა ახალი სეზონი დაიწყო, მისი საზეიმო გახსნა დღეს გაიმართა.

წელს „გუმის“ საციგურაო მოედანს 15 წელი უსრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით გახსნაში მონაწილეობა მიიღეს მოციგურავეებმა მარგარიტა დრობიაზკომ და პავილას ვანაგასმა, რომლებიც ტატიანა ნავკას მიუზიკლ „რუსლან და ლუდმილაში“ მონაწილეობენ.

გარდა ამისა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ალინა ზაგიტოვამ წარმოადგინა ნაწყვეტი მიუზიკლიდან „მძინარე მზეთუნახავი. ორი სამეფოს ლეგენდა“.

შოუს შემდეგ ციგურებით ფიგურულ სრიალში ოლიმპიურმა ჩემპიონმა ტატიანა ნავკამ და მსოფლიოს ჩემპიონმა ჰოკეიში ალექსეი იაშინმა სტუმრებისთვის სრიალში მასტერ–კლასი ჩაატარეს.

„გუმის“ საციგურაო მოედანი 2021 წლის 1 მარტამდე ყოველდღე იმუშავება დილის 10 საათიდან ღამის თერთმეტ საათამდე — ნებისმიერ ამინდში.

ორგანიზატორების თქმით, ამ სეზონზე მოედანი ზამთრის ზღაპრულ ქვეყნად გარდაიქმნება — საახალწლო ირმებით, მხირული პინგვინებითა და ბრძენი ბუებით.