მსოფლიო დღეს

ცნობილი გახდა ოფიციალური პარიზის პოზიცია მთიანი ყარაბაღის აღიარების თაობაზე

მანამდე 305-მა ფრანგმა სენატორმა (ერთი წინააღმდეგი) მხარი დაუჭირა მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ცნობას.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ოფიციალური პარიზი არ აღიარებს თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას, ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„25 ნოემბერს სენატმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის ხელისუფლებას თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარებისკენ მოუწოდებს. დებატების დროს სახელმწიფო მდივანმა ჟან–ბატის ლემუანმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის მთავრობის პოზიციას აღნიშნულ საკითხზე. საფრანგეთი არ აღიარებს თვითგამოცხადებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“, — ნათქვამია კომუნიკეში.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საფრანგეთის, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარის მოვალეობა იმაში მდგომარეობს, რომ მთიანი ყარაბაღის დარეგულირებაზე მოლაპარაკებების გზით იმუშაოს, „კერძოდ, მთიანი ყარაბაღის მომავალი სტატუსის საკითხზე და ამ მოლაპარაკებების შედეგი ვერ იქნება ცალმხრივად წინასწარ განსაზღვრული“.

უსიამოვნო რეზოლუცია: აზერბაიჯანში საფრანგეთთან ურთიერთობების გადახედვა მოითხოვეს

გარდა ამისა, საფრანგეთის საგარეო უწყების კომუნიკეში ნათქვამია, რომ ქვეყნის ხელისუფლება ყველაფერ აუცილებელს აკეთებს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად.

საფრანგეთის სენატმა 25 ნოემბერს მიიღო რეზოლუცია მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის ცნობის შესახებ. დოკუმენტს 305-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ერთი. ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პარლამენტმა პროტესტი გამოთქვა და ეუთოს მინსკის ჯგუფიდან საფრანგეთის გარიცხვა მოითხოვა.