ჯაბა კილაძე: „ეს ბეწვის ხიდზე გასავლელი ურთიერთობაა“

მსახიობი ჯაბა კილაძე საუბრობს ასაკით უმცროს ადამიანებთან ურთიერთობაზე და ამ საკითხს საკუთარი მოზარდი შვილის მაგალითზე განიხილავს.
Sputnik
ჯაბა კილაძე: „ეს ბეწვის ხიდზე გასავლელი ურთიერთობაა“
„ალბათ უნდა გაიხსენო საკუთარი თავი, როცა პატარა იყავი. როგორ გექცეოდნენ, როგორ გარიგებდნენ ჭკუას, რა მოსწონდათ. შენ რა მოგწონდა, რა გამოგადგა და რა არ გამოგადგა. დაფიქრება გმართებს, როცა შენზე უმცროს ადამიანს ეხები ან რაიმეს ეუბნები, იმიტომ რომ ის სრულფასოვანი ადამიანია“, – ამბობს ჯაბა კილაძე.

მსახიობის აზრით, „არ არის აუცილებელი, რომ ადამიანი 18 წლის იყოს და მაშინ უთხრა, შენი თავი გეკუთვნისო. მანამდეც მას ეუთვნის. მე მშობლებში ძალიან გამიმართლა, რადგან მათმა ჩემდამი დამოკიდებულებამ თავიდანვე გაამართლა. თავისუფლებას ისინი ყოველთვის მაძლევდენ და პირველი ნაბიჯი ყოველთვის მე უნდა გადამედგა“.