მსოფლიო დღეს

ამერიკელი კონგრესმენი ტრამპს „მამაცი ინფორმატორების“ შეწყალებისკენ მოუწოდებს

კონგრესმენის აზრით, ამ ორმა ადამიანმა ჯერ კიდევ წლების წინ გაამჟღავნა აშშ-ის მთავრობის ბევრი ტყუილი და დანაშული.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ამერიკელმა კონგრესმენმა ტულსი ჰაბარდმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ეროვნული უშიშროების ყოფილი თანამშრომლის ედვარდ სნოუდენისა და WikiLeaks-ის დამფუძნებელ ჯულიან ასანჟის შეწყალებისკენ მოუწოდა.

„საჭიროა დავიცვათ მამაცი ინფორმატორები, რომლებმაც ფარდა ახადეს სიცრუესა და დანაშაულებს ჩვენს მთავრობაში“, — დაწერა კონგრესმენმა საკუთარ Twitter-აკაუნტზე.

ჰაბარდის აზრით, რომელიც სნოუდენისა და ასანჟის შეწყალების შესახებ კანონპროექტის ინიციატორია, ამ ორმა ადამიანმა „უზარმაზარი პირადი მსხვერპლის ფასად“ ჩამოხსნა ნიღაბი არაერთ ტყულსა და დანაშულს.

მიმდინარე წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ 2016 წელს აყენებდა ასანჟის შეწყალების საკითხს, თუ ის დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის ელექტრონულ ფოსტაში შეღწევის შესახებ მონაცემებს წარმოადგენდა.

ლონდონის სასამართლომ ჯულიან ასანჟს განაჩენი გამოუტანა

​„ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ამ დროისათვის ლონდონის ციხეში იმყოფება. ბრიტანეთის ხელისუფლებას ის ეკვადორის საელჩომ გადასცა, რომელსაც ასანჟი 2012 წლიდან აფარებდა თავს. აშშ-ში მის ექსტრადიციაზე გადაწყვეტილება 2021 წლის 4 იანვარს გამოცხადდება. შეერთებული შტატები ასანჟს შპიონაჟის შესახებ კანონის დარღვევასა და სამთავრობო კომპიუტერებში შეღწევის მიზნით შეთქმულებაში სდებს ბრალს, რის გამოც მას 175 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

რაც შეეხება ედვარდ სნოუდენს, რომელმაც 2013 წელს გაზეთებს The Guardian-სა და The Washington Post-ს საიდუმლო მასალები გადასცა მილიარდზე მეტი ადამიანის თვალთვალის შესახებ, ამ დროისათვის ის რუსეთში იმყოფება, სადაც უვადო ცხოვრების უფლება აქვს მინიჭებული. როგორც ის აცხადებს, აშშ-ში დაბრუნებას მანამ არ აპირებს, სანამ მისი სისხლის სამართლებრივი დევნა არ შეწყდება.