შეზღუდვების მიუხედავად: „საქართველოს ფოსტა“ შეუფერხებლად იმუშავებს

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე საქართველოში იმოქმედებს მკაცრი შეზღუდვები, რომლებიც სტრატეგიულ ობიექტებს არ შეეხება.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. შეზღუდვების მიუხედავად „საქართველოს ფოსტა“ მუშაობას შეუფერხებლად გააგრძელებს – შესაძლებელია ვიზიტის ონლაინ დაჯავშნა ან კურიერის მომსახურება, ნათქვამია „საქართველოს ფოსტის“ ვებ-გვერდზე.

ახალი შეზღუდვების სრული სია: რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

ამანათების გადაცემა ადრესატთან კონტაქტის გარეშე მოხდება. ოპერატორი და კურიერი აღჭურვილი არიან შესაბამისი ეკიპირებით.

კურიერის მომსახურების გარდა, „საქართველოს ფოსტა“ კლიენტებს სთავაზობს ვიზიტის დაჯავშნას ონლაინ. ამისათვის საკმარისია კომპანიის ვებ-გვერდზე შესვლა, ფილიალის არჩევა და ვიზიტის დროის დაჯავშნა.

28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე საქართველოში მკაცრი შეზღუდვები იმოქმედებს, რომლებიც სტრატეგიულ ობიექტებს და საკურიერო სამსახურებს არ შეეხება.