მსოფლიო დღეს

14 წლის ვუნდერკინდმა უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა

ნორჩი ბაკალავრი სწავლის გარდა სხვა სფეროებშიც წარმატებულია და, რაც ყველაზე საინტერესოა, ამბიდექსტერია.
Sputnik

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ინდოელმა ვუნდერკინდმა უმაღლესი სასწავლებელი 14 წლის ასაკში დაამთავრა და ბაკალავრის დიპლომი მიიღო, წერს გამოცემა Newsflare.

​გავრცელებული ინფორმაციით, აგასტია ჯაისვალი (Agastya Jaiswal) ჰაიდარაბადის უნივერსიტეტში სწავლობდა მასობრივი კომუნიკაციებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. მისი თქმით, ის პირველი სტუდენტია, ვინც ბაკალავრის ხარისხი ასეთ ასაკში მიიღო.

გარდა ამისა, ჯაისვალს დიდი წარმატებები აქვს სხვა სფეროებშიც. კერძოდ, ის შესანიშნავად თამაშობს მაგიდის ჩოგბურთს და ეროვნულ ჩემპიონატებშიც იღებს მონაწილეობას.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნორჩი ბაკალავრი ამბიდექსტერია — ორივე ხელით თანაბრად კარგად წერს.