თბილისში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

ხანძარი სამსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე გაჩნდა. ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი დილით, დაახლოებით 07:30 საათზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია სამსართულიანი კორპუსის მეორე სართული.

ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.