საქართველოს დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო საქართველოს ხელისუფლებამ შეზღუდვების გაფართოებისა და გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს რვა დიდ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას შეწყვეტს. გადაწყვეტილება უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ახალი რეგულაცია 28 ნოემბერს ამოქმედდება და 24 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს ქალაქებში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, თელავი.

ზურაბ გურული: „მივექანებით მწვავე პიკისკენ და ამ პიკს ჯანდაცვის სექტორი ვერ გაუძლებს...“

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღაა – ყოველდღიურად ვირუსის 3–4 ათასი შემთხვევა ფიქსირდება. 26 ნოემბრის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 118 ათასს გადააჭარბა, გარდაიცვალა 1100-ზე მეტი პაციენტი.

ქვეყანაში უკვე მოქმედებს რიგი შეზღუდვები: აუცილებელია პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზე არიან გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია გარეთ გასვლა ღამის საათებში.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა