მსოფლიო დღეს

დაივინგის მოყვარულებისთვის: გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზი – ვიდეო

მანამდე მსოფლიოში ყველაზე ღრმად იტალიის ქალაქ პადუის სიახლოვეს გახსნილი აუზი მიიჩნეოდა, რომელიც 42 მ სიმაღლისაა.
Sputnik

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. დაივინგისთვის მსოფლიოში ყველაზე ღრმა აუზი გაიხსნა ვარშავის მეზობლად მდებარე მშონუვეში, იუწყება The Independent.

გავრცელებული ინფორმაციით, აუზი Deepspot-ის სიღრმე 45 მეტრია და ის 8 ათას კუბურ მეტრ წყალს იტევს.

Deepspot-ში მოწყობილია „ხუთსართულიანი“ გამოქვაბულები სტალაქტიტებით, წყალქვეშა გვირაბები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორნები და სასტუმრო ნომრები.

შემინული გვირაბები მათთვისაა გაკეთებული, ვისაც წყალში ყვინთვას წყალქვეშ ფეხით სეირნობა ურჩევნია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აუზები მანამდე გაიხსნა ბრიუსელთან ახლოს (33 მ) და იტალიის ქალაქ პადუის მეზობლად (42 მ).