ყვითელი ამბები

ნოე სულაბერიძის 10 თვის გოგონა ალაპარაკდა – პირველი სიტყვა და კმაყოფილი მამა

ანა სულაბერიძემ პირველი სიტყვა მამასთან ყოფნისას წარმოთქვა. ნოე სულაბერიძის კმაყოფილი სახე და უსაყვარლესი ვიდეო პროდიუსერის ოფიციალური გვერდიდან. რა თქვა ულამაზესმა გოგონამ?
Sputnik

გადატვირთული გრაფიკისა და გაწერილი გადაღებების გამო ნოე სულაბერიძე ოჯახის წევრებთან ერთად იშვიათად ჩნდება. უმეტესწილად პროდიუსერი ოფიციალურ გვერდზე საქმიანი შეხვედრებისა და რეიტინგული „პრაიმშოუს“ გადაღებების საინტერესო კადრებს ავრცელებს. თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს, თან ასეთი თვალში საცემი. მისი ყოველი ახალი პოსტი დიდი სიურპრიზებითა და მოულოდნელობებითაა აღსავსე.

გადაღებიდან დაბრუნებული ნოე სულაბერიძე სასიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა. მისმა 10 თვის გოგონამ ლაპარაკი დაიწყო და მამა აღაფრთოვანა. ნოემ ვიდეოს გადაღება მოასწრო და სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. პატარა ანა სულაბერიძის პირველი სიტყვა მამა აღმოჩნდა, რის გამოს პოპულარული ტელესახე კმაყოფილებით აივსო.

ნოე მესამე შვილთან ერთად დაუვიწყარ დროს ატარებს და თითოეული წამით ტკბება. პატარა ანა სულაბერიძე დღითი დღე ლამაზდება. ნოეს მიერ გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოებზე მისი თბილი დამოკიდებულება უმცროსი ქალიშვილისადმი გულს გაგითბობთ. არც ეს ვიდეო აღმოჩნდება გამონაკლისი.

ნოეს და ჯანეტის სიყვარულის ისტორია სწრაფად განვითარდა და გრანდიოზული ქორწილით დაგვირგვინდა. წყვილს ქალიშვილი 28 იანვარს გაუჩნდა. როგორც პატარა ანას მშობლები იხსენებენ, სახელის შერჩევას დიდი დრო დაუთმეს, თუმცა გადაწყვეტილება მოკრძალებულ სახელ ანაზე შეაჩერეს. შოუბიზნესის მოყვარულებისთვის ცნობილია, რომ ტელესახესა და „პრაიმშოუს“ ავტორს უფროსი ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა მეუღლეებისგან და ორი ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და შუათანა გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.